პსჟ-ის თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ, სეზონის ბოლოს ფრანგული კლუბიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
„ბედნიერი ვარ, რომ პსჟ-ის ღირსებას ვიცავდი. ძალიან მსიამოვნებდა ამ გუნდში, ასეთ კარგ ფეხბურთელებთან ერთად თამაში. მინდა მადლობა გადავუხადო კლუბს პარიზში მიღებული საოცარი გამოცდილებისთვის." - ციტირებს მესის სიტყვებს ESPN-ის ტვიტერი.
თუმცა, პოსტი მაშინვე წაიშალა ტვიტერიდან. ფეხბურთელის თამაშის ამსახველი ვიდეო კი ჯერ არ გამოქვეყნებულა.
35 წლის მესი პსჟ-ს 2021 წელს შეუერთდა და პარიზულ კლუბთან ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელსაც ვადა წლეულს ივნისის ბოლოს ეწურება. მანამდე პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მესი დღეს, 3 ივნისს, ფრანგული კლუბის შემადგენლობაში ბოლო მატჩს გამართავს.