მადრიდის „რეალის" მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი, დარწმუნებულია, რომ თავდამსხმელი კარიმ ბენზემა კლუბში დარჩება.
„მინდა „რეალის" ლეგენდებმა კარიერა კლუბში დაასრულონ. ქომაგებიც ამავე აზრის არიან. მაგრამ მოთამაშეებს შეიძლება სხვა განზრახვები ჰქონდეთ, როგორიცაა ხანგრძლივი კარიერა, მეტი თამაშები...
ბენზემა ხვალაც მზადაა სათამაშოდ, ხოლო კონტრაქტი ერთწლიანი აქვს. ეჭვი არ გვეპარება, რომ ის დარჩება.“ - ციტირებს იტალიელი მწვრთნელის სიტყვებს AS.
ბოლო დროს გავრცელდა ხმები, რომ მადრიდის „რეალი" ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ახალ ფეხბურთელს ეძებს. კლუბის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი კანდიდატი „ტოტენჰემის“ თავდამსხმელი, ჰარი კეინია.