ფეხბურთი

16:49 | 3.06.2023 | ნანახია 1290 - ჯერ

ჩავი მესის დაბრუნებაზე: „ძალიან მინდა ლეოს კვლავ ჩვენთან ხილვა“

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩავიმ, დაადასტურა, რომ ლიონელ მესის კლუბში დაბრუნება კატალონიელთა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზანია.

„პრიორიტეტები აბსოლუტურად ნათელია, ძალიან მინდა, რომ მესი დაბრუნდეს. მაგრამ ახლა, ლეოს გარდა, მეორე პრიორიტეტი კიდევ ერთი კარგი ნახევარმცველის მოძებნაა.

ველოდები და განსაკუთრებით გამიხარდება თუ დაბრუნდება. სადაც წავიდა, კარგად მოიქცა, ბევრ რამეში დაგვეხმარა, მაგრამ ეს დიდწილად მისი გადაწყვეტილებაა და სიტუაციის ნებისმიერ განვითარებას მივიღებ. როგორც „ბარსას" გულშემატკივარს, ვისურვებდი, რომ ის დაბრუნდეს." - ციტირებს ჩავის სიტყვებს Diario Sport.

მანამდე კატალონიელთა მწვრთნელმა თქვა, რომ მესის, თავისი მრავალფეროვნებით „ბარსელონასთვის“ დიდი დაეხმარების გაწევა შეუძლია.

„მას შეუძლია მოერგოს ბევრ პოზიციაზე თამაშს, შეუძლია ითამაშოს გარემარბად, ნახევარმცველად, „ცრუ ცხრიანად", სადაც მთელი ცხოვრება თამაშობდა." - ციტირებს ჩავის სიტყვებს Mundo Deportivo.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:31 | 16.04.2015
Kala94 (6114)

საღოლ ბიჭებო !

14:46 | 16.04.2015
BEERTRANCE (97819)

ყოჩაღ

0.062696
1290