ფეხბურთი

15:00 | 3.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

კვარასთან დაკავშირებით „სიტი“ კვლავ თამაშშია

მიუხედავად იმისა, რომ „ნაპოლიდან“ ხვიჩა კვარაცხელიას ახლო მომავალში წასვლა ნაკლებად სავარაუდოა, მაინც ვრცელდება ინფორმაციები, რომ რამდენიმე ცნობილი კლუბი ჯერ კიდევ ფიქრობს ქართველი ფეხბურთელის გადაბირებაზე.

მაგალითად, როგორც FootballTransfers-ი იტყობინება, „მანჩესტერ სიტი“ კვარაცხელიასთან დაკავშირებით კვლავ რჩება თამაშში.

ქართველ ფეხბურთელს, რომელიც გუშინ სერია ა-ს სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, მართლაც ფენომენალური სეზონი ჰქონდა და ნეაპოლელები მასში უკვე 150 მილიონ ევროს ითხოვენ.

საერთოდაც, „ნაპოლის“ ხელმძღვანელობა კვარადონაში მომავალ „ოქროს ბურთის“ მფლობელს ხედავს.

შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კვარამ იტალიის ჩემპიონის რიგები მალევე დატოვოს (უფრო მეტად, ვიქტორ ოსიმენის წასვლაზე საუბრობენ), მაგრამ მითქმა-მოთქმა ბოლომდე რომ არ ჩამცხრალა, ესეც ფაქტია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113077