ფეხბურთი

13:02 | 3.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ ლუკას ერნანდესთან კონტრაქტის პირადი დეტალები შეათანხმა

„პარი სენ ჟერმენმა“ მიუნხენის „ბაიერნის“ მცველ ლუკას ერნანდესთან უკვე შეათანხმა კონტრაქტის პირადი დეტალები.

ამის შესახებ ცნობილი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება.

სავარაუდოდ, ხელშეკრულება მხარეებს 2028 წლის ზაფხულამდე დააკავშირებს, ფინანსურ დეტალებზე კი არაფერს იტყობინებიან.

პსჟ ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს უშუალოდ „ბაიერნთან“ გააგრძელებს.

2019 წელს მიუნხენელებმა მადრიდის „ატლეტიკოს“ ლუკას ერნანდესის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაუხადეს. მის კონტრაქტს ვადა 2024 წლამდე აქვს, ბავარიელებს კი ერთხელაც არ გაუგრძელებიათ.

ამ სეზონში ყველა ტურნირებზე ფრანგი მცველის ანგარიშზე მხოლოდ 11 მატჩია. გასული წლის ნოემბერში მას მუხლის სერიოზული ტრავმა ჰქონდა და ლუკას ერნანდესის დაბრუნებას უკვე მომავალ სეზონში ელიან.

0.112423