ფეხბურთი

22:06 | 2.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიუნდოგანმა „ბარსელონასთან“ კონტრაქტი გააფორმა

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, ილკაი გიუნდოგანმა, „ბარსელონასთან“ კონტრაქტი გააფორმა და მოქმედ გუნდთან ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარი თქვა - წერს ტვიტერზე ჟურნალისტი ლუის მიგელსანცი. წყაროს ცნობით, ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივება „სიტისაც“ სურდა.

გიუნდოგანმა „მანჩესტერ სიტიში“ გასულ სეზონში 42 მატჩი ჩაატარა, 9 ბურთი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელს „ქალაქელებთან" კონტრაქტი წლეულს ივნისის ბოლოს ეწურება.

0.109911