ფეხბურთი

21:39 | 2.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიო კაპელო სერია A-ში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელიას არჩევას დაეთანხმა

ინგლისის ნაკრების, „მილანის,“ „იუვენტუსისა“ და მადრიდის „რეალის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ფაბიო კაპელო, სერია A-ში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას არჩევას დაეთანხმა.

„ვეთანხმები არჩევანს. ხვიჩა აბსოლუტურად დამსახურებულად აღიარეს სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ. ის უნიჭიერესი ფეხბურთელია.“ - ციტირებს კაპელოს სიტყვებს championat.com.

0.105536