ფეხბურთი

19:52 | 2.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოსიმენი სერია A-ს სეზონის საუკეთესო თავდამსხმელად დაასახელეს

ლიგის პრესსამსახურის ცნობით, „ნაპოლის“ ფეხბურთელი, ვიქტორ ოსიმენი, სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფორვარდად დაასახელეს.

მიმდინარე სეზონში 24 წლის ნიგერიელმა იტალიის ჩემპიონატში 31 მატჩში 25 გოლი გაიტანა. და სერია A-ს ბომბარდირთა რბოლაშიც ლიდერობს. ჩემპიონატის დამთავრებამდე ერთი ტურით ადრე, „ინტერის“ შემტევ ლაუტარო მარტინესზე 4 გოლით მეტი შეაგდო.


გარდა ამისა, სერია A-მ სხვა ნომინაციების გამარჯვებულებიც გამოაცხადა: სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი ნიკოლო ბარელა („ინტერი“), საუკეთესო მცველი - კიმ მინ-ჯე („ნაპოლი“), საუკეთესო მეკარე კი - „ლაციოს“ კარის დარაჯი ივან პროვედელი გახდა.

0.114912