ფეხბურთი

18:59 | 2.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

„მილანმა“ და ლეაუმ კონტრაქტი 2028 წლამდე გაახანგრძლივეს

„მილანმა“ რაფაელ ლეაუს კონტრაქტი გაუგრძელა. ახალი ხელშეკრულება მილანელთა და პორტუგალიელ ფეხბურთელს შორის 2028 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

როგორც აქამდე იტყობინებოდნენ, ლეაუს ხელფასი წელიწადში 5 მილიონ ევრომდე გაიზრდება (პლუს ბონუსები), ხოლო მისი გამოსასყიდი თანხა 175 მილიონ ევროს შეადგენს.

რაფაელ ლეაუ „მილანში“ 2019 წლის ზაფხულში გადავიდა და 162 მატჩში გატანილ 41 გოლს, 29 შედეგიანი გადაცემა მიათვალა.

პორტუგალიელმა წინა სეზონში „მილანთან“ ერთად სკუდეტო მოიგო და ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.

მიმდინარე სეზონში გამართულ 34 მატჩში მან 13 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

0.114307