ფეხბურთი

16:50 | 2.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ფაჯოლი, საუკეთესო მეკარედ კი პროვედელი დასახელდა

იტალიის სერია A-მ 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო მეკარე და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი დაასახელა.



საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ტიტული „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა, ნიკოლო ფაჯოლიმ დაიმსახურა. მან საბოლოო შედეგებით, „ემპოლის“ ნახევარმცველ ტომაზო ბალდანცის და „ატალანტას“ მცველ ჯორჯო სკალვინის აჯობა. ფაჯოლიმ 2022/23 წლების სეზონში „იუვენტუსის“ მაისურით 26 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა, თუმცა მისი როლი ტურინელთა შემადგენლობაში ბევრად უფრო დიდი იყო.

რაც შეეხება საუკეთესო მეკარის ტიტულს, ეს წოდება „ლაციოს“ მეკარემ, ივან პროვედელმა დაიმსახურა. მან „მონცას“ მეკარე დი გრეგორიოს და „ბოლონიას“ მეკარე ლუკაშ სკორუპსკის აჯობა. პროვედელმა მიმდინარე სეზონში რომაული გუნდის კარი ყველა შეხვედრაში დაიცვა და ოცჯერ შეძლო მისი მშრალად შენახვა.

შეგახსენებთ, რომ სერია A-მ გუშინ საუკეთესო მწვრთნელი გამოავლინა, რომელიც ლუჩანო სპალეტი გახდა. კვლავ გასარკვევია საუკეთესო ნახევარმცველისა და საუკეთესო შემტევის ვინაობა, თუმცა ხვიჩა კვარაცხელია არცერთის ნომინანტებში არაა წარდგენილი. რაც შეეხება სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს, მისი სამეულის ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია.

0.116419