ჭიდაობა

15:15 | 2.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

მოჭიდავეების პირველი მედლები ყირგიზეთიდან

ყირგიზეთში, ბიშკეკში გამართულ საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა პირველი მედლები მოიპოვა.



ტურნირის პირველ დღეს, ლერი აბულაძემ საქართველოს ნაკრებს ოქროს, გურამ ხეცურიანმა კი ვერცხლის მედალი მოუტანა.

63 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში ლერი აბულაძემ უზბეკი შერმუხამად შარიბჯანოვი 7:4 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ოქროსთან ასევე ახლოს იყო 87 კგ.-ში გურამ ხეცურიანი, რომელიც ასევე უზბეკ ჯალგასბაი ბერდიმურატოვთან დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ფრიდონ აბულაძე (60 კგ), ჯონი ხეცურიანი (67 კგ) და სულხან ბუიძე (130 კგ) ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოდნენ, თუმცა წარმატების მოპოვება ვერცერთმა შეძლო.

დღეს საქართველო სახელით 55 კგ-ში ნუგზარ წურწუმია, 72 კგში რამაზ ზოიძე და ოთარ აბულაძე, 77 კგ-ში იური ლომაძე და საჩინო დავითაია 82 კგ-ში კი გელა ბოლქვაძე იასპარეზებენ.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების შემდეგ, ტურნირში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან შემდეგი შემადგენლობით: 57 კგ - რობერტ დინგაშვილი და ბექა ბუჯიაშვილი

61 კგ - შოთა ფარტენაძე და გიორგი ღონიაშვილი

65 კგ - ედემ ბოლქვაძე

70 კგ - გიორგი ელბაქიძე და დავით ფაცინაშვილი

74 კგ - ოთარ ბაგაური

79 კგ - ვლადიმერ გამყრელიძე

86 კგ - ტარიელ გაფრინდაშვილი და ზაურ ბერაძე

92 კგ - მირიან მაისურაძე და ანდრო მარგიშვილი

125 კგ - გენო პეტრიაშვილი და სოლომონ მანაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121055