ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთან“ კონტრაქტს გააგრძელებს.
როგორც Calciomercato იუწყება, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც 2028 წლამდეა გათვლილი და ქართველი ფეხბურთელის ხელფასი წელიწადში 2,5 მილიონ ევროს მიაღწევს.
კვარას ამჟამინდელი კონტრაქტი 2027 წლამდეა.
კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და სერია ა-ში სადებიუტო სეზონში, 12 გოლით და 10 შედეგიანი გადაცემით, უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა თავისი გუნდის გაჩემპიონებაში.