„მილანის“ ნახევარმცველი ბრაიმ დიასი სეზონის ბოლოს, საიჯარო ვადის ამოწურვის შემდეგ „რეალში“ დაბრუნდება.
„როსონერი“ ამ მოთამაშის შესყიდვაში დაინტერესებულია, მაგრამ მადრიდელები დიასში მარკო ასენსიოს შემცვლელს ხედავენ. ასენსიოს კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და დიდი ალბათობით პსჟ-ში გადავა. ამასთან, დიასი უფრო მრავალფეროვანი მოთამაშეა და თამაში შეუძლია როგორც შემტევი ხაზის ფლანგზე, ნახევარმცველის პოზიციაზეც.
გარდა ამისა, ესპანურ კლუბში ფეხბურთელთან კონტრაქტის 2027 წლის ზაფხულამდე გაგრძელების შესაძლებლობასაც განიხილავენ. მიმდინარე ხელშეკრულებას 2025 წლამდე აქვს ვადა.
მიმდინარე სეზონში დიასმა „მილანის“ შემადგენლობაში 44 მატჩში ითამაშა და 7 გოლს 6 შედეგიანი გადაცემა მიათვალა.
Transfermarkt-ი 23 წლის ესპანელს 20 მილიონ ევროდ აფასებს.