ფეხბურთი

13:50 | 1.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ნაპოლის“ ყოფილმა ნახევარმცველმა, ჰამშიკმა, კარიერა დაასრულა

სლოვაკმა ნახევარმცველმა, მარეკ ჰამშიკმა სპორტიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

35 წლის შუახაზელის ბოლო კლუბი თურქული „ტრაბზონსფორი“ გახლდათ. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე 32 მატჩი ჩაატარა, 3 ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

მანამდე ჰამშიკი შვედურ „გიოტებორგში,“ ჩინურ „დალიანში,“ „ნაპოლიში,“ „ბრეშასა“ და „სლოვანში“ თამაშობდა. ორჯერ მოიგო იტალიის თასი, ერთხელ იტალიის სუპერთასი და ერთხელ თურქეთის ჩემპიონატი.

ნეაპოლურ კლუბში ის 2007-19 წლებში ირჯებოდა და ერთ ხანს გუნდის კაპიტანიც იყო.

0.114912