13:16 | 1.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლოფტუს-ჩიკი „მილანში“ გადასვლაზე თანახმაა

„ჩელსის“ ნახევარმცველი, რუბენ ლოფტუს-ჩიკი, „მილანში“ გადასვლას დათანხმდა - წერს La Gazzetta dello Sport.

წყაროს ცნობით, 27 წლის ნახევარმცველმა „მილანში" გადასვლის სურვილი დაადასტურა, თუმცა „ჩელსისთან" ტრანსფერის თაობაზე ჯერ არ შეთანხმებულან. ლონდონურ კლუბს ფეხბურთელში მინიმუმ 20 მილიონი ევროს მიღება სურს, „შავ-წითლები“ კი მზად არიან გადაიხადონ არაუმეტეს 15 მილიონისა.

ლოფტუს-ჩიკის ამჟამინდელი კონტრაქტი „ლურჯებთან" გაისად ზაფხულამდეა ძალაში. 2022/2023 წლების სეზონში მან ინგლისის პრემიერლიგაში 25 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

„ჩელსიმ“ 2022/2023 წლების სეზონი სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზე დაასრულა, „მილანი“ კი სერია A-ში მეოთხეა.

0.111375