„ჩელსის“ ნახევარმცველმა, მეისონ მაუნტმა, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ პერსონალური კონტრაქტი გააფორმა - წერს The Telegraph.
წყაროს ცნობით, მანჩესტერულ კლუბში დარწმუნებულნი არიან, რომ 24 წლის ინგლისელის ტრანსფერის გახერხებას შეძლებენ. მაუნტი ამ ზაფხულს „ჩელსის“ დატოვებას გეგმავს. „ლურჯებთან“ მისი ამჟამინდელი კონტრაქტი 2024 წლამდეა ძალაში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინგლისელი ნახევარმცველით „ლივერპული“ და „არსენალი“ დაინტერესდნენ, თუმცა ის სავარაუდოდ, „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეუერთდება.
„წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელი, ერიკ ტენ ჰაგი, დარწმუნებულია, რომ კლუბი შეძლებს მაუნტის გაფორმებას.