ფეხბურთი

11:23 | 1.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

იასინ ბუნუ უეფას ევროპა ლიგის ფინალის საუკეთესო მოთამაშე გახდა

„სევილიას“ მეკარემ, იასინ ბუნუმ, ევროპა ლიგის ფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული პრიზი მიიღო - გვამცნობს უეფას ოფიციალური საიტი. მისმა გუნდმა პენალტების სერიაში რომა 4:1 დაამარცხა მას შემდეგ, რაც ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ 1:1 დასრულდა.

უეფას ტექნიკურმა დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ გადამწყვეტი 32 წლის მეკარის მოგერიებები აღმოჩნდა თერთმეტმეტრიანების სერიაში. მაროკოელმა კარის დარაჯმა ჯანლუკა მანჩინისა და როჟერ იბანიესის დარტყმები მოიგერია და მხოლოდ ბრაიან კრისტანტეს გაატანინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117112