ფეხბურთი

3:09 | 1.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიომ მედალი ბავშვს აჩუქა

ევროპა ლიგის ფინალში „რომა“ „სევილიასთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა, ჟოზე მოურინიომ კი ვერცხლის მედალი ბავშვს აჩუქა.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა მედალი მოიხსნა და ტრიბუნებზე ბავშვს გადასცა, რომელსაც ცხადია, ეს დღე სამუდამოდ დაამახსოვრდება. აღსანიშნავია, რომ მოურინიომ მწვრთნელის რანგში ევროთასის ფინალი პირველად წააგო.

შეგახსენებთ, რომ „რომამ“ „სევილიასთან“ პენალტების სერიაში 1:4 წააგო. ესპანური კლუბი ევროპა ლიგის გამარჯვებული მეშვიდედ გახდა.

0.115561