ფეხბურთი

2:38 | 1.06.2023 | ნანახია 0 - ჯერ

გიორგი მიქაუტაძით გერმანული კლუბებიც დაინტერესდნენ

საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ევროპული კლუბების ინტერესის სფეროშია, რაც მისი დიდებული სეზონიდან გამომდინარე ლოგიკურია.

ფრანგი ჟურნალისტი მოჰამედ ტუბაშე წერს, რომ ამჯერად ქართველთან დაკავშირებით ბუნდესლიგის კლუბები გააქტიურდნენ, მაგრამ ის კონკრეტულად კლუბებს არ ასახელებს.

მიქაუტაძეს მანამდე „ბარნლის“, „მილანს“, „ჯენოასა“ და „უდინეზეს“ უკავშირებდნენ. „მეცი“ გიორგის დაახლოებით 15 მილიონ ევროდ აფასებს, მაგრამ ლიგა 1-ში გადასვლის შემთხვევაში კლუბი ყველაფერს გააკეთებს მის შესანარჩუნებლად.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ის 23 გოლით ბომბარდირთა დავასაც ლიდერობს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:03 | 12.12.2020
alexpool (563)

პლატინი 82-ში გადავიდა იუვენტუსში.როსის კიდე დისკვალიფიკაცია ჰქონდა იმ სეზონში და არ უთამაშია,მხოლოდ მსოფლიოზე წაიყვანეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062186