ავტოსპორტი

1:40 | 1.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

„მაკლარენმა“ „რედ ბულის“ მთავარი ინჟინერი გადაიბირა

მომავალი სეზონიდან, „რედ ბულის“ მთავარი ინჟინერი რობ მარშალი „მაკლარენში“ იმუშავებს. ეს ინფორმაცია ორივე გუნდმა დაადასტურა. უოკინგელთა განცხადებით, მარშალი გუნდში ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობას პირველი იანვრიდან დაიწყებს.

მარშალმა „რედ ბულში“ 17 სეზონი გაატარა. 2006-2016 წლებში ის გუნდში მთავარ დიზაინერად მუშაობდა და ამ პერიოდში, ხარებმა სებასტიან ფეტელთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონის ზედიზედ ოთხ-ოთხი ტიტული (პილოტებშიც და კონსტრუქტორებშიც) მოიპოვეს.

„რედ ბულამდე“ მარშალი „რენოში“ მუშაობდა და ფერნანდო ალონსოს მიერ, მსოფლიო ჩემპიონის ორი ტიტულის მოპოვებაში მიიღო მონაწილეობა.

„მაკლარენი“ აცხადებს, რომ მარშალის გადასვლა, „ფუნდამენტური ნაბიჯია“ გუნდის მოწინავეთა რიგებში დაბრუნების გზაზე. „მაკლარენი“ გამარჯვებების რაოდენობით, ფორმულა 1-ის მეორე ყველაზე წარმატებული გუნდია. თუმცა ბოლო ტიტული 2008 წელს, ლუის ჰამილტონთან ერთად მოიპოვა.

0.145594