ფეხბურთი

1:07 | 1.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ნაპოლი“ ნაგელსმანს მეორედ დაუკავშირდა

„ნაპოლის“ ხელმძღვანელობა ისევ დაუკავშირდა მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელს, იულიან ნაგელსმანს და ნეაპოლური კლუბის გაწვრთნა შესთავაზა - წერს ტვიტერში ტელერადიოკომპანია Rai-ს ჟურნალისტი, მარკო კონტერიო.

პირველი კონტაქტისას ნეაპოლელთა პეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, გაიგო გერმანელი სპეციალესტის პირობები. მაგრამ მოლაპარაკებები მოულოდნელად შეწყდა, რადგან დე ლაურენტისს ძალიან უნდოდა ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ყოფილი დამრიგებლის, ლუის ერიკეს გადაბირება.

ესპანელ სპეციალისტთან მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა და ნეაპოლელები ისევ ნაგელსმანს მიუბრუნდნენ.

დე ლაურენტისი „ბოლონიას“ თავკაც ტიაგო მოტას და „ფიორენტინას“ ვინჩენცო იტალიანოსაც ელაპარაკება, მაგრამ ამჟამად მისი ფავორიტი ნაგელსმანია.

0.111133