სხვა

0:39 | 1.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფიური უსიკთან მოლაპარაკების ფინანსურ მხარეს გვაცნობს

მძიმე წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიო ჩემპიონმა, ბრიტანელმა ტაისონ ფიურიმ განაცხადა, რომ დანარჩენი პრესტიჟული საკრივო გაერთიანებების ჩემპიონმა, უკრაინელმა ოლეკსანდრ უსიკმა, მასთან ბრძოლაში 13 მილიონი დოლარის მიღებაზე თქვა უარი და ახლა 6 მილიონისთვის იბრძოლებს.

ორ ჩემპიონს შორის მოლაპარაკება დიდხანს მიმდინარეობდა და მაშინ ჩაიშალა, როცა თითქმის შეთანხმებული იყო. უსიკი საპრიზო თანხის 70-30 პროპორციით განაწილებას დათანხმდა (ფიურის სასარგებლოდ), რაც იმთავითვე უსამართლოდ ჩანდა. მაგრამ როგორც ფიური (ფოტოზე) ამბობს, შეთანხმება რემატჩის საპრიზო თანახის განაწილებაზე უარმა ჩაშალა.

ფიურიმ გაამხილა, რომ უსიკი 13 მილიონს მიიღებდა, თავად კი 30 მილიონი უნდა მიეღო. ცნობისათვის, უკრაინელი მოკრივე IBF-ის, WBO-ის და WBA-ის ტიტულებს ფლობს. ფიური ამბობს, რომ უსიკი ბრიტანელ პრეტენდენტ დანიელ დიუბუასთან ბრძოლისთვის 6 მილიონ დოლარს მიიღებს და მას მასხარას ეძახის.

უსიკის და დიუბუას შეხვედრა პოლონეთში, 12 აგვისტოს შედგება, ფიურის კი ჯერ მეტოქე შერჩეული არ ჰყავს. ის ამბობს, რომ კონტრაქტის მონახაზი გაუგზავნა თანამემამულე ენტონი ჯოშუას, ვინც უსიკთან ორჯერ დამრცხდა და ყველა მის ხელთ არსებული ტიტული გადაულოცა.

0.118647