ფეხბურთი

22:50 | 31.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ტოტენჰემი“ კეინს არ გაყიდის და ერთ წელიწადში თავისუფლი აგენტის სტატუსით გაუშვებს

„ტოტენჰემ ჰოთსფური“ უარყოფს ყველა შეთავაზებას სხვა კლუბებიდან, თავდამსხმელის, ჰარი კეინის თაობაზე. „სფურსის“ ხელმძღვანელობა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარისას 29 წლის ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებს და მზადაა 2024 წელს, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვას - წერს ტვიტერში London Evening Standard-ის ჟურნალისტი დენ კილპატრიკი.

კეინი „ტოტენჰემის“ აღზრდილა. ამ სეზონში ჰარიმ ყველა ტურნირზე 49 მატჩში 32 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. მანამდე ამბობდნენ, რომ „ტოტენჰემი“ მზად იყო მიეყიდა თავისი ფეხბურთელი 100 მილიონ ევროდ არაინგლისური გუნდებისთვის და 150 მილიონად ინგლისის პრემიერლიგის კლუბებისთვის.

ასევე, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ბაიერნს“ ინგლისელი თავდამსხმელის საკუთარ გუნდებში ხილვა სურდათ.

0.114598