ფეხბურთი

22:20 | 31.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

გალასი: „არსენალს“ საჭირო მომენტში ლიდერები არ აღმოაჩნდა“

„არსენალის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ვილიამ გალასმა, კლუბის მიერ მომავალ სეზონში პრემიერლიგის ტიტულის მოგების შანსებზე ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა.

„შეუძლია „არსენალს“ პრემიერ ლიგის მოგება მომავალ სეზონში? არა, არ ვფიქრობ ასე. ვგონებ, ეს სეზონი მათი გამარჯვების საუკეთესო შანსი იყო. ძალიან ახლოს იყვნენ ტიტულთან, მაგრამ ბევრი შეცდომა დაუშვეს. ძალიან ბევრი.


შესაძლოა, გამოცდილი მოთამაშეები არ ჰყავთ. ვფიქრობ, „ლივერპულთან“, როდესაც „ენფილდზე“ ფრედ ითამაშეს, ან „ვესტ ჰემთან,“ როცა ისევ ყაიმით დაასრულეს შეხვედრა, „საუთჰემპტონთან“ შინ დაკარგული ქულები...

ლიდერები სჭირდებოდათ და იმ მომენტში, მაგრამ არ ჰყავდათ. ასე არ იყო?" - ციტირებს გალასის სიტყვებს Sky Sports.

არსენალმა 2022/23 წლების სეზონი პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დაასრულა. ლონდონის კლუბმა 38 ტურში 84 ქულა მოაგროვა. ტურნირის ჩემპიონი კი „მანჩესტერ სიტი“ გახდა.

0.115518