უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დააანონსა, რომ 5 აგვისტოს, „სტემფორდ ბრიჯზე“ ანდრეი შევჩენკოსა და ოლექსანდრ ზინჩენკოს კაპიტნობით, საქველმოქმედო მატჩი გაიმართება.
შეხვედრაში მონაწილეობას ყოფილი ფეხბურთელები, მომღერლები და სხვადასხვა ცნობილი ადამიანები მიიღებენ. შესვენებაზე ლაივ კონცერტიც გაიმართება გულშემატკივართა ინტერესის გასაზრდელად.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ბილეთებიდან შესული ფული ჩერნიგოვის სკოლის რეკონსტრუქციას მოხმარდება, რომელიც გასულ წელს, ომის დროს დაზარალდა.
გუნდების კაპიტნები „არსენალის“ ფეხბურთელი, ოლექსანდრ ზინჩენკო და ლეგენდარული უკრაინელი ფეხბურთელი, ანდრეი შევჩენკო იქნებიან. ბილეთები უკრაინის დროშის ფერებში იქნება გაფორმებული, გუნდებს კი ყვითელი და ლურჯი ფორმები ეცმევათ.