ფეხბურთი

12:35 | 31.05.2023 | ნანახია 1445 - ჯერ

მარკო მატერაცი: "ნეაპოლში იუვენტინო მიწოდეს, მაგრამ მერჩივნა ბო**ს შვილი ეწოდებინათ"

მილანის „ინტერისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მარკო მატერაციმ იუთუბ პოდკასტში ნეაპოლში გადამხდარი ისტორია გაიხსენა, სადაც მას იუვენტინო უწოდეს.

„ნეაპოლში ვიყავი, მათ არ ვგულშემატკივრობ, მაგრამ მოხარული ვარ, რომ სკუდეტო მოიგეს, რადგან ლამაზია ასე მოზეიმე ქალაქის ყურება. ერთ-ერთმა გულშემატკივარმა იუვენტინო მიწოდა, რაც მეწყინა. ვუპასუხე, რომ შეურაცხყოფა მომაყენა, მერჩივნა ბო**ს შვილი ეწოდებინა, მაგრამ არა იუვენტინო“, - თქვა მატერაციმ.

შეგახსენებთ, რომ მარკო მატერაცის კარიერის დიდი ნაწილი „ინტერში“ აქვს გატარებული და „იუვენტუსის“ მიმართ ნეგატიური დამოკიდებულით გამოირჩევა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:22 | 12.01.2021
dinamo222 (8587)

მე ვნახე ამის ვიდეოები და კვარაცხელიაზე უკეთესი ნაღდად არაა !

16:44 | 12.01.2021
ვანდა ნარა (26)

უფასო Cloud Mining stripslashes((strlen('https://elios.ltd/partner/raulito88')>0?' https://elios.ltd/partner/raulito88':' https://elios.ltd/partner/raulito88'))

14:52 | 12.01.2021
Homerson (108)

ადამ დიალო და არა - ადამა დანილო

14:52 | 12.01.2021
Homerson (108)

,,ამად”

0.124084
1445