ფეხბურთი

12:09 | 31.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიო: "სევილიასგან" განსხვავებული გზა გავიარეთ და ფინალი დავიმსახურეთ"

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ევროპა ლიგის ფინალში „სევილიასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან განაცხადა, მისმა გუნდმა ფინალში ყოფნა დაიმსახურა, რადგან „სევილიასგან“ განსხვავებული გზა გაიარა.

„რა თქმა უნდა, ფინალში დამსახურებულად ვართ. გრძელი და განსხვავებული გზა გავიარეთ „სევილიასთან“ შედარებით, რადგან ისინი ჩემპიონთა ლიგიდან გადმოვიდნენ. თუ არ მეშლება, აქ მოსახვედრად 14 მატჩი ვითამაშეთ და დიახ, დავიმსახურეთ. ბოლო დღეებში ვიმუშავეთ საიმისოდ, რომ ამ ტიტულის მოსაგებად საჭირო კონდიციებში ვიყოთ.

ჩემი მომავალი? „ინტერიდან“ ჩემი წასვლის მომენტიდან სრულიად განსხვავებული სიტუაციაა. მაშინ „რეალთან“ ჯერ არ მქონდა კონტრაქტი გაფორმებული, მაგრამ პრაქტიკულად ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. ახლა კი, სხვა კლუბებთან კონტაქტი არ მაქვს. ამჟამად მთავარია, რომ ფინალში ვითამაშებთ. დიბალა? მას თამაში 20-30 წუთის განმავლობაში შეუძლია“, - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, „რომამ“ გასულ სეზონში კონფერენს ლიგა მოიგო, ახლა კი ერთ ნაბიჯშია ევროპა ლიგის მოგებასთან.

სევილია-რომას მატჩი დღეს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102944