იტალიის საკალათბურთო სერია A-ს ნახევარფინალურ სერიაში „ვირტუსმა“ „ტორტონა“ მეორე მატჩშიც დაამარცხა და ფინალამდე ერთი მოგება აშორებს.
სერჯო სკარიოლოს გუნდმა მეტოქეს ძალიან იოლად, 108:78 აჯობა, შედეგად, სერიაში 2:0 დაწინაურდა.
თორნიკე შენგელიამ 18 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 3-დან 2 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 ორქულიანი ააცილა.
სერიის მესამე მატჩს „ვირტუსი“ 2 ივნისს სტუმრად გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში ფინალის საგზურს მოიპოვებს.