ფეხბურთი

0:33 | 31.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"გალათასარაი" თურქეთის ჩემპიონი 23-ედ გახდა

სტამბოლის „გალათასარაი“ თურქეთის ჩემპიონი გახდა. „ლომებმა“ 34-ე ტურში სტუმრად „ანკარაგიუჯუს“ 4:1 აჯობეს და 82 ქულა დააგროვეს.

შედეგად, „გალამ“ 5 ქულით გაასწრო „ფენერბაჰჩეს“ და ჩემპიონის ტიტულში ვერავინ შეეცილება. აქვე ვთქვათ, რომ ანკარელთა რიგებში 64-ე წუთიდან ითამაშა გიორგი ბერიძემ.

სტამბოლის „გალათასარაი“ თურქეთის ჩემპიონი 2019 წლის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი 23-ედ გახდა, რაც რეკორდია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089614