ფეხბურთი

23:52 | 30.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი: "ათამდე მწვრთნელი მყავს შერჩეული, მთავარი ერთი კრიტერიუმია"

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ლუის ენრიკეს შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ათამდე მწვრთნელი ჰყავს შერჩეული და საბოლოოდ, საუკეთესოს აირჩევს.

ესპანელზე კი თქვა, რომ მას სავარაუდოდ მუშაობა ინგლისის ჩემპიონატში სურს.

„ლუის ენრიკე შესანიშნავი მწვრთნელია. მან „ბარსელონაში“ ძალიან კარგად იმუშავა, მაგრამ ვფიქრობ, რომ პრემიერლიგაში მუშაობა სურს. ჩვენ ვაფასებთ მწვრთნელებს, რომლებიც 4-3-3 სქემას იყენებენ. ათამდე პროფილი შევაფასე და საუკეთესოს ავარჩევ“, - თქვა დე ლაურენტისმა.

აქვე გეტყვით, რომ ლუის ენრიკეს გარდა, „ნაპოლის“ ყველაზე აქტიურად სერჟიო კონსეისაოს, ტიაგო მოტასა და ვინჩენცო იტალიანოს უკავშირებენ.

0.109225