ფეხბურთი

11:53 | 30.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" დირექტორი: "ამ ფეხბურთელებს სხვებიც იცნობდნენ, მაგრამ ყველაზე თამამად ვიმოქმედეთ"

„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ ლუჩანო სპალეტისა და თავის მომავალზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, სპალეტისნაირი ადამიანები იტალიურ ფეხბურთს სჭირდება, ხოლო თავის მომავალზე სეზონის დასრულების შემდეგ იფიქრებს.

„სპალეტიმ მართლაც შესანიშნავი შედეგი აჩვენა, ეს ერთად გავაკეთეთ, მაგრამ ის ტანკში ჩაჯდა და ნებისმიერ ფასად სურდა ამ შედეგის მიღწევა. შარშან მესამე ადგილი დავიკავეთ და შევქმენით საფუძველი ამ დიდებული „ნაპოლისთვის“, რაც მჯერა, რომ სპალეტის დიდი დამსახურებაა. იტალიურ ფეხბურთს ასეთი ადამიანები სჭირდება.

ვფიქრობ, ფეხბურთელები, რომლებიც ჩვენ დავიმატეთ, სხვებისთვისაც ცნობილი იყო, მაგრამ ჩვენ გვქონდა გამბედაობა და შესაბამისი მომენტი შევარჩიეთ მათ დასამატებლად. ყველაფერი გავაკეთეთ სპალეტისთან და მის შტაბთან შეთანხმებულად. ჩემი მომავალი? ამჟამად „ნაპოლის“ სპორტული დირექტორი ვარ და ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი კვირა რჩება, შემდეგ ვნახოთ“, - თქვა ჯუნტოლიმ.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტის „ნაპოლიდან“ წასვლის საკითხი ოფიციალურად დადასტურდა, ჯუნტოლის კი ტურინის „იუვენტუსს“ უკავშირებენ, სადაც დიდი ალბათობით გადავა.

0.123678