„კოპენჰაგენი“ დანიის სუპერლიგის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, 2022/23 წლების სეზონის ჩემპიონი გახდა.
ეს 31-ე ტურის მატჩში, „ვიბორგთან“ (2:1) გამარჯვებისა და უახლოესი მდევრის, „ნორშელანის,“ „ბრონდბიუსთან“ 1:5 დამარცხების წყალობით მოხდა. დედაქალაქელები მეტოქეთათვის მიუწვდომელნი გახდნენ.
ამრიგად, „კოპენჰაგენმა" ზედიზედ მეორედ იზეიმა დანიის ჩემპიონობა (სულ მეთხუტმეტედ). საქართველოს ნაკრების მცველი, დავით ხოჭოლავა ტრავმირებულია და არ უთამაშია. თუმცა ისიც მიჯრით მეორედ გაჩემპიონდა.