ფეხბურთი

23:20 | 29.05.2023 | ნანახია 1008 - ჯერ

პსჟ-ის ხელმძღვანელობა ნეიმარის საქციელით უკმაყოფილოა

პსჟ-ის ხელმძღვანელობა თავდამსხმელ ნეიმარის საქციელით აღშფოთებულია - გვამცნობს Goal.

31 წლის ბრაზილიელმა პარიზელების საჩემპიონო მატჩი გამოტოვა და სამაგიეროდ მონტე კარლოში წავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ნეიმარის არყოფნა პსჟ-ის ხელმძღვანელობამ პროვოკაციად აღიქვა.

საფრანგეთის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „სტრასბურთან“ ნათამაშები ფრის შემდეგ (1:1), პარიზელებმა ქვეყნის ჩემპიონობა მოიპოვეს. პარალელურად ნეიმარი პოკერის ტურნირზე ბრძანდებოდა, მეორე დღეს კი მონაკოს გრან პრიზე ფორმულა 1-ის პილოტებთან ერთად ატარებდა დროს.

ნეიმარი პსჟ-ში 2017 წლის აგვისტოდან თამაშობს. 2022/23 სეზონში თავდამსხმელმა გუნდში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 29 მატჩში 18 ბურთი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა. ის ამჟამად ტერფის ტრავმას მკურნალობს.

თეგებინეიმარიპსჟ

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:34 | 30.05.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ბოჰემური ცხოვრება ევასება კაცს, სულ მზეზე კიდია პსჟ

01:10 | 30.05.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

კაცს გონკები ევასება და საჩემპიონო მატჩში თუ არ ითამაშა დიდი ამბავი

01:08 | 30.05.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

მოკლეთ ნეიმარის სულ მზეზე კიდია გუნდის წესები და დისციპლინა, თავისუფალი კაცია რასაც უნდა იმას აკეთებს

0.135681