20:50 | 29.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ნაპოლის“ კვარაცხელიასთვის ხელფასის გაორმაგება სურს

„ნაპოლიმ,“კლუბში შესანარჩუნებლად, შესაძლოა, ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიასთვის ხელფასის გაორმაგება სცადოს. 22 წლისფეხბურთელი სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენა გახდა, „პარტენოპეის“ შემადგენლობაში სადებიუტო წელს ჯერჯერობით 12 ბურთი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა, რითაც მადრიდის „რეალის“ყურადღება მიიპყრო.

Corriere dello Sport წერს, რომ „ნაპოლის“ სურს მოთამაშეს გრძელვადიანი კონტრაქტი გაუფორმოს, რომელმაც ის გასულ ზაფხულს მხოლოდ 11 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.

კვარაცხელია ამჟამად სეზონში 1 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და „ნაპოლი“ ცდილობს ამ მაჩვენებლის გაორმაგებას და წელიწადში 2,5 მილიონის გადახდას. პლუს სხვადასხვა ბონუსები.

ასევე მისი კონტრაქტი შეიძლება 2027-დან 2028 წლამდე გაგრძელდეს, რათა თავიდან აიცილონ „რეალის“ და „ლივერპულის“ ყურადღება.

0.104806