ფეხბურთი

17:16 | 29.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი „ბაიერნს“ არ დატოვებს

„ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი, თომას ტუხელი, დირექტორების, ოლივერ კანისა და ჰასან სალიჰამიჯიჩის გათავისუფლების შემდეგ, მიუნხენურ კლუბს არ დატოვებს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

წყაროს ცნობით, ტუხელი „ბაიერნის“ დატოვებას არ გეგმავს. გერმანელი მწვრთნელი კლუბის დირექტორებთან სიტუაციის გარკვევას ელოდება.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტუხელმა, რომელიც „ბაიერნს“ წლევანდელი მარტიდან ხელმძღვანელობს, შესაძლოა, კლუბი დატოვოს.

კერძოდ, ეს ვარაუდი „ლივერპულისა“ და გერმანიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, დიტმარ ჰამანმა გამოთქვა, რომელიც ამჟამად გერმანიის ტელევიზიის ექსპერტია.

0.114096