ჩოგბურთი

15:09 | 29.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინელმა კოსტიუკმა ბელარუს საბალენკას ხელი არ ჩამოართვა, რამაც ფრანგი გულშემატკივრის სტვენა გამოიწვია

როლან გაროსის პირველ რაუნდში უკრაინელი მარტა კოსტიუკი ბელარუს არინა საბალენკას დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა, მატჩის შემდგომ კი უკრაინელმა მეტოქეს ხელი არ ჩამოართვა, რამაც ფრანგი გულშემატკივრების უკმაყოფილება და სტვენა გამოიწვია.



უკვე ცნობილია ის, რომ უკრაინელი გოგონები რუს (თუკი სადმე თამაშობენ) და ბელარუს გოგნებს ხელს არ ართმევენ და ამის მიზეზი ყველასთვის ცნობილია, თუმცა, როგორც ჩანს, ფრანგ გულშემატკივრებს ეს ან არ სიამოვნებთ, ან უბრალოთ არ იციან რა ხდება.

„ამას ნამდვილად არ ველოდი. ხალხს ნამდვილად უნდა რცხვენოდეს თავიანთი საქციელის. მინდა ხალხის რეაქცია ომის დასრულებიდან 10 წლის შემდეგ ვნახო. დარწმუნებული ვარ თავიანთი საქციელის გამო თავს კარგად ნამდვილად არ იგრძნობენ“ - განაცხადა უკრაინელმა ჩოგბურთელმა.

მატჩის შემდგომ ამ მომენტზე კომენტარი საბალენკამაც გააკეთა:

„ჩვენ უკვე ვიცით, რომ უკრაინელი გოგონები ხელს არ გვართმევენ, ასე რომ ეს ნამდვილად აღარ გვაკვირვებს, მაგრამ ხალხისთვის ეს ალბათ, მოულოდნელი იყო. მათ ეს ჩემს უპატივცემულობად ჩათვალეს და ამიტომაც უსტვენდნენ. თავდაპირველად, მეგონა ეს უკმაყოფილება ჩემი მისამართით იყო, თუმცა ამასთან პრობლემა არ მქონია“ - განაცხადა საბალენკამ.

კოსტიუკისთვის ტურნირი უკვე დასრულდა, საბალენკა კი როლან გაროსის მეორე რაუნდში თანამემამულე შიმანოვიჩს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118909