არგენტინაში მარსელო გალიარდოს ქანდაკება დადგეს, თუმცა სკულპტორმა ერთი ცნობილი გამოთქმა რეალობაში პირდაპირი გაგებით გადაიტანა.
8-მეტრის სიმაღლის ბრინჯაოს ქანდაკება „რივერ პლეიტის“ სტადიონის წინ დგას, თუმცა მან სოციალურ ქსელში ბევრი მიქმა მოთქმა-გამოიწვია.
სკულპტორმა, მერსედეს სავალმა განაცხადა, რომ მსგავსი ნამუშევარი არგენტინაში გავრცელებული ერთი ცნობილი გამოთქმის გამო შეასრულა:
„ის“ ნაწილი სპეციალურად გამოვყავი, რადგან გულშემატკივრები ყოველთვის ითხოვენ ფეხბურთელისა და მწვრთნელისგან, რომ „კვერცხები გამოაჩინონ“, მე კი ამ ქანდაკებით მათ მესიჯი გავუგზვნე. საბედნიეროდ, თავად მარსელოს ახსნა-განმარტება არ მოუთხოვია. მან მშვიდად მუშაობის საშუალება მომცა“ - განაცხადა სავალმა.
18-წლიანი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, მარსელო გალიარდომ „რივერ პლეიტის“ მაისურით ორჯერ ითამაშა, 2011 წელს კი სამწვრთნელო კარიერას მიაშურა და 8 წლის განმავლობაში გუნდს 14 ტიტული მოაგებინა.