ფეხბურთი

14:26 | 29.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯუდ ბელინგემი ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

„დორტმუნდის“ ახალგაზრდა ინგლისელი ნახევარმცველი გერმანიის ბუნდესლიგის 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.



მიუხედავად იმისა, რომ „დორტმუნდმა“ „ოქროს შანსი“ ბუნდესლიგის ბოლო ტურში გაანიავა, როდესაც „მაინცის“ დამარცხება ვერ შეძლო, ჯუდ ბელინგემმა მაინც შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და ეს ტიტულიც დაიმსახურა. ინგლისელმა გასულ სეზონში 8 გოლის გატანა და 4 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.



სავარაუდოდ ბელინგემმა „დორტუნდის“ მაისურით ბოლო თამაში ჩაატარა, რადგან რამდენიმე წყაროს ცნობით, ის თანაგუნდელებს უკვე დაემშვიდობა და იწერება, რომ „რეალ მადრიდი“ მასთან კონტრაქტს ძალიან მალე გააფორმებს.

ბელინგემი რიგით მე-5 „დორტმუნდელია“, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა. აქამდე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ბორუსიელთა მხრიდან ჰანს ტილკოვსკი (1965), მატიას ზამერი (1995 და 1996), იურგენ კოლერი (1997) და მარკო როისი (2019) გამხდარან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109136