„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი ინგლისის პრემიერლიგის 2022/23 წლენის სეზონის საუკეთესო ასისტენტი გახდა. ბელგიელმა 16 შედეგიანი პასი მიითვალა.
დე ბრუინი ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელიც საუკეთესო მეპასე ოთხ სეზონში გახდა: 2016/17 – 18 პასი, 2017/18 – 16, 2019/20 – 20.
სამ-სამჯერ პრემიერლიგის საუკეთესო ასისტენტები იყვნენ სესკ ფაბრეგასი, დევიდ ბექჰემი და ფრენკ ლამპარდი.
დე ბრუინი „სიტიში“ 2015 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირში მან „სიტის“ მაისურით 47 შეხვედრა გამართა.
Transfermarkt-ი ბელგიელის შესაძენ ფასად 80 მილიონ ევროს ასახელებს.