ფეხბურთი

23:07 | 28.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ბათუმმა“ ლიდერობა დაიბრუნა

დღეს, 28 მაისს, საქართველოს კრისტალბეტ ეროვნული ლიგის მე-17 ტურის მატჩები გაიმართა.

ტურის გვიან შეხვედრაში „ბათუმმა“ თბილისში, პრინციპული მატჩი მოუგო „დინამოს“ (1:2), 38 ქულა მოაგროვა და კვლავ ერთპიროვნულად გალიდერდა. ბათუმელთაგან გოლები ბემჟამინ ტეიდმა და ჯოვინო ფლამარიონმა გაიტანეს, დინამოელთაგან დავით სხირტლაძემ.

მანამდე ცოტა ხნით პირველ საფეხურზე „საბურთალო“ იდგა, რომელმაც სტუმრად „თელავს“ გიორგი ჯგერენაიას, ლუკა სილაგაძისა და გიზო მამაგეიშვილის გოლებით 0:3 მოუგო. ეს საბურთალოელთა ზედიზედ მეათე წაუგებელი მატჩი და მიჯრით მეოთხე მოგება გახლდათ. საბურთალოელებს ახლა 35 ქულა მოუგროვდაღ და მეორე ადგილზე არიან. მესამეზე 33-ქულიანი „სამგურალია,“ მეოთხეზე კი 31 ქულით, „დინამო.“

„სამგურალი“ შინ „დილასთან“ 0:2 აგებდა, მაგრამ მარცხს 95-ე წუთზე გადაურჩა, როცა ნოდარ ლომინაძემ ზუსტად დაარტყა პენალტი - 2:2.

„გაგრამ“ შინ 0:1 წააგო „სამტრედიასთან,“ „ტორპედომ“კი „შუქურასთან“ – 1:2. ეს ქუთაისელთა მიჯრით მეოთხე მარცხი გახლდათ.

0.113362