დღეს, 28 მაისს, საქართველოს კრისტალბეტ ეროვნული ლიგის მე-17 ტურის მატჩები იმართება.
„საბურთალომ“ სტუმრად „თელავს“ გიორგი ჯგერენაიას, ლუკა სილაგაძისა და გიზო მამაგეიშვილის გოლებით 0:3 მოუგო, 35 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში გალიდერდა, თუმცა მოგვიანებით „დინამო“ – „ბათუმის“ მატჩი გაიმართება და ლიდერი, შესაძლოა, შეიცვალოს.
ეს საბურთალოელთა ზედიზედ მეათე წაუგებელი მატჩი და მიჯრით მეოთხე მოგება გახლდათ. ომარ თეთრაძის გაწვრთნილი გუნდი თამამად ჩაერთო საჩემპიონო ბრძოლაში.
მანამდე „სამგურალი“ შინ „დილასთან“ 0:2 აგებდა, მაგრამ მარცხს 95-ე წუთზე გადაურჩა, როცა ნოდარ ლომინაძემ ზუსტად დაარტყა პენალტი - 2:2.
„გაგრამ“ შინ 0:1 წააგო „სამტრედიასთან,“ „ტორპედომ“კი „შუქურასთან“ – 1:2. ეს ქუთაისელთა მიჯრით მეოთხე მარცხი გახლდათ.