ფეხბურთი

19:43 | 28.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

„შახტარი“ უკრაინის ჩემპიონი გახდა

უკრაინის პრემიერლიგის 29-ე ტურის მატჩში, „შახტარმა“ „დნიპრო-1“ 3:0 დაამარცხა და მეტოქეთათვის მიუღწეველი გახდა. თამაში კიევში, „ოლიმპიისკის“ სტადიონზე გაიმართა. მატჩს ქალ მსაჯთა გუნდი უძღვებოდა ეკატერინა მონზულის ხელმძღვანელობით. მათ სამი ფეხბურთელი გააძევეს, ორი „შახტარიდან,“ ერთიც - „დნიპროდან.“

ანგარიში მეცხრე წუთზე დონეცკელთა ნახევარმცველმა, არტემ ბონდარენკომ გახსნა. 55-ზე მეორე გოლი ფორვარდმა დანიილ სიკანმა გაიტანა. ოთხი წუთის შემდეგ კი ნახევარმცველმა ტარას სტეპანენკომ ანგარიში 3:0 გახადა. ამ გამარჯვებამ „შახტარს“ ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ჩემპიონის ტიტული მოუტანა.

გუნდმა 29 მატჩის შემდეგ 72 ქულა მოაგროვა. 64 ქულით მეორე ადგილზე „დნიპრო-1-ია.“

0.122471