ფეხბურთი

19:08 | 28.05.2023 | ნანახია 0 - ჯერ

„ნაპოლი“ „ბოლონიას“ დაუზავდა

იტალიური სერია A-ს ბოლოსწინა, 37-ე ტურში „ნაპოლი“ „ბოლონიას“ ესტუმრა და მშვიდობით დაშორდა - 2:2.

მას შემდეგ, რაც „ნაპოლი“ გაჩემპიონდა, მის მატჩებს ნახევრად ამხანაგური ეთქმის. დაიკარგა ის ჟინი და ენერგია, რომელიც ლუჩანო სპალეტის შეგირდებს მთელი სეზონის განმავლობაში ახასიათებდათ.

ამჯერადაც ასე იყო. ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში გახლდათ და 66-ე წუთზე ჯაკომო რასპადორიმ შეცვალა. ქართველს ყველაზე სახიფათო მომენტი 59-ე წუთზე შეექმნა, როცა მისი საჯარიმოს გარედან დარტყმული ოდნავ ასცდა მეტოქის კარს.

დუბლი მიითვალა ვიქტორ ოსიმენმა (მე-14 და 54-ე წუთებზე). ეს ნიგერიელის 24-ე და 25-ე გოლები გახლდათ სერია A-ს მიმდინარე სეზონში და ის კვლავაც პირველობს ბომბარდირთა დავაში.

მეორე ტაიმი მასპინძლების გამოდგა. ლუის ფერგიუსონმა და შცვლაზე შესულმა ლორენცო დე სილვესტრიმ თითოჯერ აიღეს პიერლუიჯი გოლინის კარი, ბოლოსკენ მასპინძლებმა კიდევ გაიტანეს, მაგრამ მსაჯმა თამაშგარეს მიზეზით არ ჩათვალა. საბოლოოდ - 2:2.

37 ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 87 ქულა მოაგროვა და 18 პუნქტით უსწრებს უშუალო მდევარ „ინტერს.“


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:08 | 30.10.2014
Oto. (4710)

მილანის Y თამაში რატო არ აღნიშნე ავტორ

11:48 | 30.10.2014
BEERTRANCE (97819)

იცის ყველამ და DDDDDDDDDDDDDD

10:04 | 30.10.2014
Oto. (4710)

წელს რომა დადებს სკუდეტოს

09:39 | 30.10.2014
BEERTRANCE (97819)

კაი ხანს გაგრძელდება ორხელისუფლებიანობა

09:30 | 30.10.2014
laciosErtguli (3640)

"სატურნირო ცხრილს ორი ლიდერი ჰყავს, თუმცა ბურთების უკეთესი სხაობის გამო ტურინელები პირველ ადგლოსნად ითვლებიან." ორივეს 16-4 ზე აქვთ! დღეს მესამეზე უნდა ავინაცვლოდ!

0.085719