ფეხბურთი

17:26 | 28.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს მეკარე ცხენიდან გადმოვარდნის შედეგად მძიმე მდგომარეობაშია

პსჟ-ს მეკარემ სერხიო რიკომ ცხენზე ჯირითისას მძიმე ტრავმა მიიღო. ესპანელი ფეხბურთელი ცხენიდან გადმოვარდა და თანაც, კისრის არეში ცხოველის ქუსლი მოხვდა.

Marca იტყობინება, რომ ინციდენტი დღეს დილით მოხდა. არადა, ჯერ კიდევ გუშინ, 27 მაისს, რიკო პსჟ-ს საჩემპიონო მატჩის განაცხადში იყო და შეხვედრას სათადარიგოთა სკამიდან ადევნა თვალი, კვირას კი, იგი ელ-როსიოში საჯირითოდ ჩავიდა.

ჩამოვარდნის შემდეგ ფეხბურთელი ვერტმფრენით სევილიის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად, მისი მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე, თუმცა სტაბილური და რაღა თქმა უნდა, ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ჩათვლით, რიკოს ერთ მატჩშიც კი არ უთამაშია. ბოლოს მან 2022 წლის გაზაფხულზე „მალიორკას“ შემადგენლობაში ითამაშა, სადაც იჯარის წესით ასპარეზობდა.

სერხიო ანდალუზიაში დაბადებული და „სევილიის“ აღზრდილია. ესპანურმა კლუბმა სოცქსელებში უკვე გამოხატა კიდეც რიკოს მიმართ მხარდაჭერა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121019