ფეხბურთი

18:30 | 28.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსამ“ „არსენალს“ თავდამსხმელი შესთავაზა

კატალონიურმა „ბარსელონამ“ ლონდონის „არსენალს“ თავისი თავდამსხმელი ანსუ ფატი შესთავაზა.

ესპანური წყაროების ცნობით, ფეხბურთელის გარემოცვა ინგლისის პრემიერლიგაში ფატის გადასვლის მომხრეა.

20 წლის ფორვარდი კატალონიურ კლუბში 2019 წლიდან ასპარეზობს და „ბარსასთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.

მიმდინარე სეზონში ფატიმ 49 მატჩი გამართა და 7 გოლს 4 შედეგიანი გადაცემა მიამატა. აღსანიშნავია, რომ მის თამაშს ტრავმისშემდგომმა აღდგენითმა პროცესმაც დაასვა დაღი.

თეგებიანსუ ფატი
0.115815