„ნაპოლიში“ ლუჩანო სპალეტის შესაძლო მემკვიდრეებზე საუბარს იტალიური მედია აგრძელებს, ერთ-ერთი ვარიანტი კი ლუის ენრიკეა.
როგორც Corriere Dello Sport-ი წერს, აურელიო დე ლაურენტისმა ესპანელ სპეციალისტს პირადად დაურეკა და ესაუბრა. წყაროს თანახმად, საუბრის ერთ-ერთი თემა ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის შენარჩუნება იყო, რადგან ლუის ენრიკეს სურს, რომ თუ ამ სამუშაოს ხელს მოკიდებს, კონკურენტუნარიანი გუნდი ჰყავდეს.
საინტერესოა, რომ ესპანელს არაერთი მსურველი ჰყავს, მათ შორის აქტიურად უკავშირებენ „პარი სენ ჟერმენს“, საიდანაც სავარაუდოდ კრისტოფ გალტიეს დაითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დატოვა. ლუჩანო სპალეტის გადადგომას კი მიმდინარე სეზონის დასრულების მერე ვარაუდობენ.