ფეხბურთი

10:06 | 28.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნეაპოლური მედია გიორგი მიქაუტაძეზე: "ახალ კვარაცხელიაზე "ნაპოლიც" იფიქრებს?"

ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, იტალიური მედიისთვის გიორგი მიქაუტაძეც საინტერესო ფიგურა ხდება. ამჯერად, ნეაპოლურმა გამოცემამ დაწერა „მეცის“ ფორვარდის შესახებ და მისი შეძენა „ნაპოლის“ ურჩია.

„ხვიჩა კვარაცხელიამ საფეხბურთო ევროპა გააოცა. არავინ ელოდა, გარდა დაკვირვებული ინსაიდერებისა, რომლებიც ფეხბურთს 365 გრადუსით უყურებენ, „დინამო ბათუმიდან“ „ნაპოლიში“ გადასული ქართველი ტალანტი რომ აფეთქდებოდა. ფეხბურთელმა თამაშიდან თამაშამდე აჩვენა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტია, ვინც ოდესმე იტალიაში გადასულა და მისი პირველი სეზონი ადასტურებს ნეაპოლიტანური კლუბის მიერ გასულ ზაფხულს გაკეთებულ დიდებულ ტრანსფერს.

თუმცა, საფრანგეთში, როგორც ჩანს, ახალი კვარაცხელია აყვავდა, 35 თამაში და 20 მეტ გოლთან ერთად 8 საგოლე პასი. ის „მეცში“, ლიგა 2-ში თამაშობს, 22 წლისაა, ცენტრფორვარდი, ლიონში დაბადებული. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელ გიორგი მიქაუტაძეს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ წონადი თავდამსხმელი გახდეს, თავისი „ნეაპოლიტანელი“ თანამემამულის დონეზე.

ბიჭი აგიჟებს თავისი ქვეყნის მედიას, რომლებიც მას უკვე „ახალ ხვიჩა კვარაცხელიას“ უწოდებენ. საფრანგეთიდან წამოსული ჭორების მიხედვით კი, ის ძალიან მოსწონს სხვადასხვა იტალიურ კლუბს. ვინ იცის, „ნაპოლიც“ იფიქრებს მასზე...“, - წერს Area Napoli.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე 23 გოლით ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირია და მას რამდენიმე ევროპულ გუნდს უკავშირებენ, მათ შორის, „მილანსაც“, რომელიც გავრცელებული ცნობით, მზადაა ფრანგულ კლუბს 10 მილიონი ევრო გადაუხადოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113148