ფეხბურთი

0:46 | 28.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერმა“ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა

დასრულდა იტალიის ჩემპიონატის 37-ე ტურის მატჩი, რომელშიც „ინტერმა“ „ატალანტას“ უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა.

ანგარიში რომელუ ლუკაკუმ გახსნა ლაუტარო მარტინესის გადაცემით, ორი წუთის შემდეგ ნიკოლო ბარელამ თავისი გუნდის უპირატესობა გააორმაგა. „ატალანტამ“ 36-ე წუთზე მარიო პაშალიჩის გოლით უპასუხა.

მეორე ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს. საბოლოოდ - 3:2.

„ინტერი“ ახლა იტალიის სერისა A-ში მეორე ადგილზეა და ვადაზე ადრე ოფიციალურად გაიფორმა ჩემპიონთა ლიგის საგზური.

0.1173