ესპანეთის ჩემპიონატის 37-ე ტურის მატჩში „სევილიამ“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
მატჩის მესამე წუთზე „სევილიის“ თავდამსხმელმა, რაფაელ მირმა გახსნა ანგარიში. 29-ე წუთზე „რეალმა“ როდრიგო გოესის ძალისხმევით გაათანაბრა.
69-ზე როდრიგომ დუბლი მიითვალა და თავისიანებს გამარჯვება მოუტანა.
„სევილია“ მიმდინარე პრიმერაში 37 მატჩის შემდეგ 49 ქულით მე-10 ადგილზეა. მადრიდის „რეალი“ კი 77 ქულით მეორე საფეხურზე დგას.