ფეხბურთი

23:27 | 27.05.2023 | ნანახია 2531 - ჯერ

„შალკე“ მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითდა

„შალკემ“ და „ჰერტამ“ ბუნდესლიგა დატოვეს. „შტუტგარტი“ კი ელიტაში დასარჩენ ფლეი-ოფში ითამაშებს.

გერმანიის ჩემპიონატის ბოლო, 34-ე ტურის მატჩში გელზენკირხენელბი „ლაიფციგთან“ დამარცხდნენ (2:4), მე-17 ადგილი დაიკავეს და პირდაპირ დაქვეითდნენ ქვედა ლიგაში.

„შტუტგარტმა“ ფრედ ითამაშა „ჰოფენჰაიმთან“ (1:1), სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზე დადგა და ახლა ფლეი-ოფში ითამაშებს.

„ჰერტას“ ბუნდესლიგადან გავარდნის შესახებ კი 20 მაისს გაცხადდა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.13824
2531